Sonntag, 13. März 2016

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

მოდულის  შესწავლისას  ვიმსჯელეთ,  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები  ჩვენი  პროდუქტიულობის  გაზრდისა  და  სწავლების  პრაქტიკის  გაუმჯობესებისათვის.  პროექტის  ფარგლებში  გავიგეთ, როგორ  გამოვიყენებთ  ჩვენს თემაში მუშაობისას ინტერნეტს,გავეცანი სხვადასხვა საიტის მისამართს. აქტიურად გამოვიყენე რესურსები დავალების შესრულების დროს. გავეცანი სხვდასხვა მოდულს და მათ დანიშნულებას.შევქმენი პაპკები, სხვადასხვა სახელწოდებებით, მთში ჩავალაგე შესაბამისი დოკუმენტები, მოვამზადე პრეზენტაცია, ბუკლეტი,მოსწავლის ნაშრომი, პროექტის გეგმა,ჩავსვი ელექტრონული მისამართები, გამოყენებული ლიტერატურა. ზოგადად  საინტერესოდ  წარიმართა  ტრენინგი,  მივიღეთ  საკმაო  განათლება,  რასაც  აქტიურად  გამოვიყენებ  ჩემს  სამუშაო  პრაქტიკაში.

Sonntag, 21. Februar 2016

მე-6 დღის რეფლექსია

გავეცანით  ეროვნულ  სასწავლო  სტანდარტებს,  ინდიკატორის  მიღწევისა  და  შეფასების  შესაძლებლობებს  ჩვენი  პროექტის  ფარგლებში.  გავეცანით  სტანდარტებისა  და  მიზნების  რუბრიკას,  ასევე  21- ე  საუკუნის  უნარ- ჩვევებს, განვიხილეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების  ფორმულირება.  განვსაზღვრეთ  და  გავაანალიზეთ  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმა,  ვიმუშავეთ  საავტორო  უფლებების  დაცვის  აუცილებლობაზე.  განვიხილეთ  განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი  კითხვები,  ვიცი-მინდა  ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა.  მაგალითისთვის  ვნახეთ  აფრიკული  მოდელის  ნიმუში. ვნახეთ  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონი.  ვისაუბრეთ  ინტერნეტკავშირებზე,  ვნახეთ  საინტერესო  საძიებო  სისტემა,  .  ვისაუბრეთ,  როგორ  ხდება  ინტერნეტკავშირი  მსოფლიოსთან.  ვისწავლეთ  საქაღალდის  შეკუმშვა  და  გაგზავნა.

Samstag, 13. Februar 2016

მე -3 დღის რეფლექსია

      პირველივე  დღეს  შევქმენი  ელექტრონული  პორტფოლიო. ამ  მოდულის  განხილვისას შევისწავლე,  თუ  როგორ  ხდება  სასწავლო  ღონისძიებების  ეფექტურად დაგეგმვა,  დავსახე  სასწავლო  მიზნები,  გევეცანი  რა  მოთხოვნებია  პროექტზე  მუშაობისას,  როგორ  ხდება,  პროექტის  სწავლებისას,  პუბლიკაციების  მომზადება  და  ბუკლეტების  შექმნა.  ღრმად  გავიაზრე  21-ე  საუკუნის  მოსწავლეთა  უნარ-ჩვევები.  უკეთ  დავეუფლე,  ტექნოლოგიების  ეფექტურად  გამოყენებას  სწავლების  პროცესში.  შევისწავლე  პორტფოლიოს ( ელექტრონული   საქაღალდის )  შექმნა,  შევქმენი  პროექტის  ელექტრონული   შაბლონი,  აგრეთვე    ჩემი  პროექტის  გეგმისა  და  დიზაინის  მონახაზი.