Dienstag, 21. Mai 2019



         ინტერაქციური გაკვეთლი
 მისი გამოყენება და უპირატესობები საგანთა შორის  

                            ინტეგრირებაში

https://drive.google.com/file/d/1bPQqsMc_Frty24D5PaXm5Vd7NlrLrgKq/view?usp=sharing   

Sonntag, 13. März 2016

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

მოდულის  შესწავლისას  ვიმსჯელეთ,  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები  ჩვენი  პროდუქტიულობის  გაზრდისა  და  სწავლების  პრაქტიკის  გაუმჯობესებისათვის.  პროექტის  ფარგლებში  გავიგეთ, როგორ  გამოვიყენებთ  ჩვენს თემაში მუშაობისას ინტერნეტს,გავეცანი სხვადასხვა საიტის მისამართს. აქტიურად გამოვიყენე რესურსები დავალების შესრულების დროს. გავეცანი სხვდასხვა მოდულს და მათ დანიშნულებას.შევქმენი პაპკები, სხვადასხვა სახელწოდებებით, მთში ჩავალაგე შესაბამისი დოკუმენტები, მოვამზადე პრეზენტაცია, ბუკლეტი,მოსწავლის ნაშრომი, პროექტის გეგმა,ჩავსვი ელექტრონული მისამართები, გამოყენებული ლიტერატურა. ზოგადად  საინტერესოდ  წარიმართა  ტრენინგი,  მივიღეთ  საკმაო  განათლება,  რასაც  აქტიურად  გამოვიყენებ  ჩემს  სამუშაო  პრაქტიკაში.

Sonntag, 21. Februar 2016

მე-6 დღის რეფლექსია

გავეცანით  ეროვნულ  სასწავლო  სტანდარტებს,  ინდიკატორის  მიღწევისა  და  შეფასების  შესაძლებლობებს  ჩვენი  პროექტის  ფარგლებში.  გავეცანით  სტანდარტებისა  და  მიზნების  რუბრიკას,  ასევე  21- ე  საუკუნის  უნარ- ჩვევებს, განვიხილეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების  ფორმულირება.  განვსაზღვრეთ  და  გავაანალიზეთ  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმა,  ვიმუშავეთ  საავტორო  უფლებების  დაცვის  აუცილებლობაზე.  განვიხილეთ  განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი  კითხვები,  ვიცი-მინდა  ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა.  მაგალითისთვის  ვნახეთ  აფრიკული  მოდელის  ნიმუში. ვნახეთ  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონი.  ვისაუბრეთ  ინტერნეტკავშირებზე,  ვნახეთ  საინტერესო  საძიებო  სისტემა,  .  ვისაუბრეთ,  როგორ  ხდება  ინტერნეტკავშირი  მსოფლიოსთან.  ვისწავლეთ  საქაღალდის  შეკუმშვა  და  გაგზავნა.

Samstag, 13. Februar 2016

მე -3 დღის რეფლექსია

      პირველივე  დღეს  შევქმენი  ელექტრონული  პორტფოლიო. ამ  მოდულის  განხილვისას შევისწავლე,  თუ  როგორ  ხდება  სასწავლო  ღონისძიებების  ეფექტურად დაგეგმვა,  დავსახე  სასწავლო  მიზნები,  გევეცანი  რა  მოთხოვნებია  პროექტზე  მუშაობისას,  როგორ  ხდება,  პროექტის  სწავლებისას,  პუბლიკაციების  მომზადება  და  ბუკლეტების  შექმნა.  ღრმად  გავიაზრე  21-ე  საუკუნის  მოსწავლეთა  უნარ-ჩვევები.  უკეთ  დავეუფლე,  ტექნოლოგიების  ეფექტურად  გამოყენებას  სწავლების  პროცესში.  შევისწავლე  პორტფოლიოს ( ელექტრონული   საქაღალდის )  შექმნა,  შევქმენი  პროექტის  ელექტრონული   შაბლონი,  აგრეთვე    ჩემი  პროექტის  გეგმისა  და  დიზაინის  მონახაზი.

Montag, 14. Mai 2012

 1.პროექტის  სახელწოდება: არქიტექტურა გარემო–მცხეთის ჯვრის  მონასტერი.

 2. პროექტის   მთავარი  იდეა(თემა):არქიტექტურული –საკულტო ნაგებობისა და ბუნების  ერთმანეთთან  შეჯამების  გაცნობა  მცხეთის  ჯვრის  მაგალითზე. ჯვრის მონასტრის  მოლოცვა–როგორც ქართული  ხუროთმოძღვრების  და  სულიერების შესანიშნავი  ნიმუში. 
3. პროექტის  აქტუალობა:წლების  განმავლობაში  ინგრეოდა  ეკლესია–მონასტრები,ნადგურდებოდა  სულიერი  მატერიალირი  ღირებულებები, სიწმიდეები...
იმატა ახალგაზრდობაში  ძალადობამ,აგრესიამ,გაუტანლობამ  ამიტომ  ქარატული  ხუროთმოძღრული  ძეგლებით  მოსწავლეების  დაინტერესება  დღეს  ძალზედ  აქტუალურია. რათა  ისინი  განმტკიცდნენ  რწმენაში ,სულიერებაში  და  იცოდნენ  თუ  ვისი  გორისანი  არიან.
4. პროექტის  მიზნები: მოსწავლეები  შეიძენენ  ახალ ცოდნას  არქიტექტურისა  და  გარემოს  ურთიერთდამოკიდებულების   შესახებ. აღწერენ  იმ  ეპოქას  როცა  ტაძარი  შენდებოდა და  გააცნობიერებენ  ქართულ  არქიტექტურაში  ჯვრის  მონასტრის  უნიკალურობას–როგორც  ერთ–ერთი  პირველი  ჯვარ–გუმბათოვანი  ტაძარი.
5. მონაწილეთა  ასაკი:X-XI  კლასი.
6. ვადები, ხანგრძლივობა– 2–3 კვირა.
7. მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეებს  შეუძლიათ  იმსჯელონ   მართმადიდებლობის  როგორც  სახელმწიფო  რელიგიის  როლზე  საქართველოში.
ხელოვანთა, არქიტექტორთა  მიდგომებზე  ქრისტიანულ  ხუროთმოძღვრობაში.
შეუძლიათ  შეადარონ, იპოვონ  მსგავსება–განსხვავება  ჯვარ–გუმბათოვან  და  ბაზილუკურ  ტაძრებს  შორის. მოსწავლეებს  განუვითარდებათ  ინფორმაციის  მოძ
იების ,ანალიზის გაკეთების  უნარი.
8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:კომპიუტერი, სხვადასხვა  ისტორიული  წყაროები, პროექტორი, ფოტოაპარატი,სახელმძღვანელო, ფოტოები.
9.პროექტის  მსვლელობა: მოსწავლეების  დაყოფა  ჯგუფებად  და  დავალებების  განაწილება. სხვადასხვა  წყაროებიდან  ინფორმაციის  მოძიება, ვიდეო  მასალისა  ფოტოების  მოპოვება,სლაიდების  სექმნა,მაკეტის  შექმნა.მონასტრის   მოლოცვა  და  ფოტოალბომის  შექმნა.მოძიებული  მასალის  წარმოდგენა  ჯგუფის  ლიდერების  მიერ   და  პრეზენტაცია.პროექტის  შეფასება  მოსწავლეებისა  და  მასწავლებლის  მიერ.
10.საგანთან  /საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირში:
ისტორია,გეოგრაფია,რელიგია,ისტ.
 11.პროექტის  ხელ–ლი:ივდით  კვერნაძე
12.ხელმძღვანლის  ელ. ფოსტა:ingakvernadze7@gmail.com13.
13. პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი:www.kvernadze.blogspot.kom